საბა ბუაძე - ოპოზიციის მხარესაც არის ნდობის კრიზისი, აჩვენეს, რომ ერთიანი მოქმედება შეუძლებელია - შეუძლებელია ხალხს ეუბნებოდე: „ქვეყანა იღუპება, დიქტატურაა, გავიღვიძეთ რუსეთში“ და ყველა საკუთარი პარტიული ბანერებიდან ლაპარაკობდეს

შეუძლებელია, ხალხს, ერთი მხრივ, ეუბნებოდე, რომ ქვეყანა იღუპება, ეს არის ჩელიაბინსკი, გავიღვიძეთ რუსეთში და არის დიქტატურა და, მეორე მხრივ, ყველა საკუთარი პარტიული ოფისებიდან და ყველა საკუთარი პარტიული ბანერებიდან ელაპარაკებოდეს ერთმანეთს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, საბა ბუაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.

ბუაძის თქმით, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკურ ლოგიკასთან თანხვედრაში არ მოდის.

მისივე შეფასებით, ოპოზიციას ხალხის მხრიდან ნდობის კრიზისი აქვს, რადგან ის არც თანმიმდევრულია და ერთმანეთთან კოორდინაციაც არ გამოსდის.

“მე თავს შევიკავებ “ლელოს” საარჩევნო კამპანიის შეფასებისგან. დასრულდება კამპანია და ყველას გვექნება ამ კამპანიის შეფასების შესაძლებლობა. არ გავურბივარ ამას, უბრალოდ, ახლა, ამ პროცესში შეფასება არც ეთიკურად სწორი არ მგონია და ჩემთვისაც არაფრის მომცემია, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ნაბიჯი არ მოდის თანხვედრაში არანაირ პოლიტიკურ ლოგიკასთან. ჩვენ, საბოლოო ჯამში, გვაქვს ნდობის კრიზისი.

ხელისუფლებას რომ ნდობის კრიზისი აქვს, ეს ფაქტია - კონსტიტუციური ჩარჩოდან არის საერთოდ გასული და, შესაბამისად, ნდობაზე საუბარი ზედმეტია “ქართული ოცნების” შემთხვევაში, მაგრამ, სამწუხაროდ, მეორე მხარესაც არსებობს ნდობის კრიზისი. ამ ნდობის კრიზისს იწვევს თანმიმდევრულობის ძალიან სერიოზული დეფიციტი. თანმიმდევრულობის დეფიციტი მდგომარეობს იმაში, რომ შენ აირჩევ ერთ გზას და ამ გზის სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილებას იღებ. ასე იყო პარლამენტის დატოვების შემდეგაც - იქნა მიღებული გადაწყვეტილება, აქაც ფრაგმენტირებული და ესეც შეცდომა მგონია, როგორც მოხდა ამ მანდატებთან მიმართებაში სიტუაციის დალაგების, რომ მაინც აღმოჩნდა ერთი პარტია, ამ შემთხვევაში გახარია, რომელმაც უარი თქვა იმ ფორმით მოქმედებაზე, რომლითაც იმოქმედეს სხვებმა. აქაც კოორდინაციის დეფიციტია.

მე, ცხადია, მთელს პასუხისმგებლობას “ლელოს” ვერ დავაკისრებ. კოორდინაციისა და თანამშრომლობის დეფიციტზე როდესაც არის საუბარი, შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად ყველა მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა და მეტიც, მათ შორის, მეც ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას იმ დეფიციტში, რომელიც არსებობდა.

მთლიანობაში, პოლიტიკურმა კლასმა გამოასხივა ის, რომ ყველაზე კრიზისულ მომენტში შეუძლებელია ერთიანი მოქმედება. ისიც კი შეუძლებელი არის, რომ ყველა პოლიტიკური ლიდერი ადამიანებმა ერთად დაინახონ, ერთ ფოტოში, აღარაფერს ვამბობ ერთიან მოქმედებასა და თანამშრომლობაზე, საზოგადოებაში ნდობისა და ოპტიმიზმის აღმძვრელ ნაბიჯებზე.

შეუძლებელია, ხალხს, ერთი მხრივ, ეუბნებოდე, რომ ქვეყანა იღუპება, ეს არის ჩელიაბინსკი, გავიღვიძეთ რუსეთში და არის დიქტატურა და, მეორე მხრივ, ყველა საკუთარი პარტიული ოფისებიდან და ყველა საკუთარი პარტიული ბანერებიდან ელაპარაკებოდეს ერთმანეთს. ეს არის წარმოუდგენელი ვითარება.

დღეს ერთიანობაზე, თანამშრომლობაზე და კოორდინაციაზე საუბარი უბრალოდ უხერხულია ოპოზიციის ამ კონფიგურაციიდან. თუ რამე რესურსი არსებობს თანამშრომლობის, ეს თანამშრომლობა უნდა შედგეს დახურულ კარს მიღმა და საზოგადოებამ უნდა იხილოს უკვე მზა პროდუქტი ან ერთიანობასა და ერთიან ძალისხმევაზე არ უნდა გველაპარაკონ”, - განაცხადა საბა ბუაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში