სალომე სამადაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა საქართველო ბინძური რუსული ფულის სამრეცხაოდ გადააქცია - წარმოუდგენელია, მსგავსი მასშტაბის დანაშაული უმაღლეს დონეზე პოლიტიკური მფარველობის გარეშე ყოფილიყო ჩადენილი

ბიძინა ივანიშვილმა საქართველო გადააქცია ბინძური რუსული ფულის სამრეცხაოდ - მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო დიდი რაოდენობით ფულის რეცხვას აწარმოებს დღეს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში, სხვა ფუნქცია საქართველოს, ფაქტობრივად, აღარ დაუტოვა ამ რეჟიმმა, - ამის შესახებ „ლელო -ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის განცხადებას, რომ 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული დანაშაულის მფარველობა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ხდებოდა.

„ჩვენ ძალიან დიდი ხანია უკვე ვამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველო გადააქცია ბინძური რუსული ფულის სამრეცხაოდ და ეს დადასტურდა კიდევ ერთხელ. მე მგონი ყველა ხვდება, რომ აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ მსგავსი მასშტაბის დანაშაული ქვეყანაში განგრძობითად ჩადენილი ყოფილიყო ისე, რომ უმაღლეს დონეზე არ ყოფილიყო პოლიტიკური მფარველობა ამ დანაშაულის. ახლა რაღაც შიდა მიზეზებით დასჭირდათ ამ დანაშაულის გამჟღავნება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო დიდი რაოდენობით ფულის რეცხვას აწარმოებს დღეს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში, სხვა ფუნქცია საქართველოს, ფაქტობრივად, აღარ დაუტოვა ამ რეჟიმმა და შედეგად მდიდრდება ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი და ღატაკდება ქართველი ხალხი, რომელსაც ესაუბრებიან რაღაც ფიქციურ ეკონომიკურ ზრდაზე, როდესაც ნებისმიერი წესიერი საქართველოს მოქალაქის ცხოვრება ყოველდღიურად უარესდება და ის ყოველდღიურად ღარიბდება და ამიტომ უნდა შეიცვალოს ეს ხელისუფლება, რაც შეიძლება სწრაფად,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. უწყებაში დაკავებულის ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა განმარტავენ, რომ აღნიშნული პირი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი არ არის.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა