სერგეი ლავროვი - უკრაინა და მისი ევროპელი მეპატრონეები ისტერიკაში ვარდებიან და რუსეთს სამოქალაქო ობიექტებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაში ადანაშაულებენ, მაგრამ რუსეთის არმია ასე არასდროს მოქმედებს

რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს არ ახორციელებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დიპლომატებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ყოველ ჯერზე, როდესაც უკრაინა და მისი ევროპელი მეპატრონეები ისტერიკაში ვარდებიან, რუსეთს სამოქალაქო ობიექტებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაში ადანაშაულებენ და ჩვენ ვხედავთ, რომ გაერო მსგავს განცხადებებს მხარს უჭერს და დასავლეთთან და უკრაინასთან ერთად რუსეთის დასჯას მოითხოვს. რუსეთის არმია ასე არასდროს მოქმედებს და მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს არ ახორციელებს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით, „კიევი ცდილობს, რომ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკას ხელი შეუშალოს“.

„ვხედავთ, რომ ვაშინგტონში ახალი ადმინისტრაცია ხვდება კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობას, მისი ძირეული მიზეზების აღიარებით და ამ მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომების მიღებით. ასევე, ვხედავთ იმას, თუ როგორ ცდილობს კიევი აშშ-ის ადმინისტრაციას ხელი შეუშალოს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსული მედიის ცნობით, დიპლომატებთან შეხვედრის მთავარ თემას „უკრაინის კრიზისი - გაეროს წესდების მიზნების და პრინციპების დაცვა“ წარმოადგენს და მასში 100-ზე მეტი ქვეყნის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი მონაწილეობს.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ