გიორგი ბუტიკაშვილი - როგორც საარჩევნო ფარსი არსებობს, ასევე არსებობს სასამართლო ფარსი, რომელიც, არ წარმოადგენს სამართალს - ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება, რომ არ დაესწროს სასამართლო პროცესს, მიმაჩნია სწორად

ამ ქვეყანაში არ არსებობს არც სასამართლო, არც მოსამართლე, რომელიც სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, შესაბამისად, ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება, რომ არ დაესწროს სასამართლო პროცესს, მიმაჩნია სწორად,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილების” წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორთან განაცხადა, სადაც იმყოფება კოალიციის დაკავებული ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია.

მისი თქმით, „სასამართლო ფარსში” მონაწილეობის მიღება თავის მოტყუებაა.

„ეს არის ფარსი, რაც „ქართულმა ოცნებამ” დადგა. როგორც საარჩევნო ფარსი არსებობს, ასევე არსებობს სასამართლო ფარსი, რომელიც, ფაქტობრივად, არ წარმოადგენს სამართალს და სამართლიანობას, ამიტომ ამ პროცესებში ნებისმიერი თანამონაწილეობა არის თავის მოტყუება და ივანიშვილის რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება, ფარსში თანამონაწილეობა.

მეორე საკითხი, რაც მნიშვნელოვანია და რაც ელენეს ფაქტორითაც გამოჩნდა, ივანიშვილმა უკვე დაიწყო იდენტურად იმ მეთოდების გამეორება, რაც რუსეთში იყო. კარგად გვახსოვს ომის დაწყების დროს, როგორ დააკავეს რუსეთში ადამიანები უბრალოდ, სუფთა ფურცლის [ხელში დაჭერის] გამო. იგივე არის ამ შემთხვევაში, ბანერზე მარკერით მინაწერის გამო აკავებს ადამიანს და 5 წლამდე სასჯელით ემუქრება“,- განაცხადა ბუტიკაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. ბუტიკაშვილის თქმით, ნებისმიერი ხალხმრავალი პროტესტი მნიშვნელოვანია.

„ივანიშვილი ნებისმიერ დროს შეიძლება აღმოჩნდეს სიურპრიზში, ვინაიდან თვითონ დაიწყო საკუთარი შვილების ჭამა და ჩვენ ვნახეთ, როგორ დასდევს „ქართული ოცნების” ყოფილ წევრებს. ამას მას შიში აკეთებინებს, რითაც შეპყრობილია „ქართული ოცნება” და განსაკუთრებით ივანიშვილი. ამიტომ, ნებისმიერი პროტესტი, რომელიც იქნება ხალხმრავალი, არის მნიშვნელოვანი. ნებისმიერი პროტესტი, რომელიც იქნება 4 ოქტომბერს ან მის მერე არის მნიშვნელოვანი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი გამარჯვება არის სტაბილურობაში, თანმიმდევრულობასა და არ თანამშრომლობაში“,- განაცხადა ბუტიკაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო