რობერტა მეცოლა - ვხსნით ევროპარლამენტის მუდმივ წარმომადგენლობას აქ, კიევში

კიევში ევროპარლამენტის მუდმივი წარმომადგენლობა გაიხსნება, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპას, ისევე როგორც უკრაინას, ყოველთვის სურდა მშვიდობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ნამდვილი მშვიდობა.

„ამიტომ, ჩვენ კვლავაც ვითხოვთ უსაფრთხოების გარანტიებს“, - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროპა რუსეთზე ზეწოლას აგრძელებს და მის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის მიღებას გეგმავს.

„ვაგრძელებთ რუსული გაზისა და რუსული ნავთობისგან თავის დაღწევას. ასევე, უფრო სწრაფად განვიხილავთ „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებულ საკითხებს“, - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება თავისთავად უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენს.

„ვხსნით ევროპარლამენტის მუდმივ წარმომადგენლობას აქ, კიევში, რათა ვიყოთ უკრაინაში და ვიმუშაოთ თქვენთან ერთად ყოველდღიურად“, - აღნიშნა მეცოლამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე