ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლოში დღეს ეკა გიგაურს გამოკითხავენ

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელს ეკა გიგაურს გამოკითხავენ. გიგაური სასამართლოში უკვე მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე აბსურდულია და გამოძიების მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინებაა.

„ე.წ. პირბადეების საქმეზე დამიბარეს. ის, რომ საქმე არის აბსურდული, ამაზე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს.

ჩვენს შემთხვევაში ჩვენი არც ანგარიშებია დაყადაღებული და არც პირბადე შეგვიძენია, თუმცა აბსურდულობაზე მიუთითებს, რომ შეუძლებელია პირბადის შეძენით სახელმწიფოს რაიმე დაუშავო.

გამოძიებისათვის ეს მთავარი არ არის - გამოძიების მთავარი მიზანია, რომ არასამთავრობო სექტორი დააშინონ და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის არ ვიბრძოლოთ, არ დავიცვათ მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.

ძალიან ბევრი წელია მოქალაქეებს, რომელთა უფლებებიც სახელმწიფოს მხრიდან ირღვევა, იურიდიული კონსულტაციით ვეხმარებით. ზუსტად ეს აღიზიანებს დღეს სახელმწიფოს - მათ უნდათ, რომ ჩვენი მოქალაქეები დაცვის გარეშე დარჩნენ, მაგრამ ეს არ მოხდება და ჩვენ ჩვენს საქმიანობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ეკა გიგაურმა სასამართლოში შესვლამდე.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის: - “სამართლიანი არჩევნების“, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", “დემოკრატიის მცველების", “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის", “საფარის", “სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო.

საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე