სოფო ხორგუანის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უსინათლოთა სკოლის მიმდებარედ დანგრეული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყება

„გახარია საქართველოსთვის“ ისნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის სოფო ხორგუანის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უსინათლოთა სკოლის მიმდებარედ დანგრეული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყება.

როგორც ხორგუანმა აღნიშნა, ხელისუფლება ამ გზის მოწესრიგების მიმართ გულგრილობას იჩენს.

„ხელისუფლების გულგრილობის კიდევ ერთი მაგალითი - გუთნის ქუჩაზე მდებარეობს უსინათლო და მცირემხედველ ბავშვთა სკოლა-პანსიონატი, რომელიც ერთადერთია საქართველოში. აქ ყველა რეგიონიდან ჩამოდიან ოჯახები და სკოლასთან ახლოს ქირაობენ ბინებს, რათა მათ შვილებმა ამ სკოლაში იარონ. სამწუხაროდ, წლებია, გზა სკოლის გარშემო, დაზიანებულია. არაერთგზის მიმართეს ხელისუფლებას, ბოლო განცხადება გამგეობაში 1 წლის წინ დატოვეს მოქალაქეებმა, მაგრამ აღნიშნული პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. ეს გზა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სკოლასთან მისასვლელად და იმის გამო, რომ გადაადგილება რთულია, არამედ ეს არის ინფრასტრუქტურა, სადაც მოსწავლეებმა გარე სამყაროში გადაადგილების პრაქტიკული გაკვეთილები უნდა გაიარონ, რისი საშუალებაც არ ეძლევათ. მიუხედავად მიმართვებისა, თხოვნებისა, ჯერჯერობით, გულგრილი დარჩა ხელისუფლება. სწორედ ამიტომ გთხოვთ, რომ მოხვიდეთ არჩევნებზე, გააფერადოთ „25“ და ავირჩიოთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც იზრუნებს ადამიანებზე, ამ ქალაქის სტუმრებსა თუ აქ მცხოვრებ მოქალაქეებზე. ჩვენ უნდა გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც ამ მოქალაქეებზე ისე იზრუნებს, როგორც ოჯახის წევრებზე. გპირდებით, ჩვენი გუნდი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მივხედავთ და მოვაგვარებთ აღნიშნულ პრობლემას“, - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს