შალვა პაპუაშვილი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე - პროკურატურა ჩაეძიება ამ საკითხს - მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა სქემა იყო აწყობილი

პროკურატურა ჩაეძიება ამ საკითხს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა სქემა იყო აწყობილი, როდესაც ასეთი თანხები მოკლე დროში ტრიალებდა საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „არნახულ თანხებზეა საუბარი“.

„ვნახეთ, რომ მართლაც არნახულ თანხებზეა საუბარი, რომელიც საქართველოში შემოდიოდა იმ მიზნით, რომ მომხდარიყო კონვერტაცია სხვა ვალუტაში. პროკურატურა ჩაეძიება მთლიანად ამ საკითხს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა სქემა იყო ასეთი აწყობილი, როდესაც ასეთი თანხები მოკლე დროში ტრიალებდა საქართველოში“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, თუ საბაჟოზე ვინმე თვალს ხუჭავდა, გამოძიების ნაწილი ესეც არის, გამოიძიოს ვინმე ხუჭავდა თუ არა თვალს.

„ჩვენ რაც მოვისმინეთ ვალუტის მაქინაციასთან დაკავშირებით, ზუსტად რა მოხდა პროკურატურა, ალბათ, ისაუბრეს. ამ დონის მაქინაციას მოფიქრება სჭირდება. შინაგან საქმეთა მინისტრი საბაჟოს არ აკონტროლებს, საბაჟოს აკონტროლებს მებაჟე. თუ საბაჟოზე ვინმე თვალს ხუჭავდა, რა თქმა უნდა, გამოძიების ნაწილი ესეც არის, გამოიძიოს ვინმე ხუჭავდა თუ არა თვალს. მეორე - კონტრაბანდის მოძრაობა მსოფლიოში ყველგან ხდება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სამხედრო ფლოტით დაძრა, ვენესუელასთან მიიყვანა და სამხედრო ფლოტი დგას იქ, რომ კონტრაბანდა რაიმენაირად გამოვიჭიროთო, როდესაც საზღვრის კონტროლიც კარგი აქვთ და კედლებსაც აშენებენ. თქვენ რას ფიქრობთ, ბაიდენი იყო ჩართული ნარკოტიკის შეტანაში ამერიკის შეერთებულ შტატებში? არ ვიცი, შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებში რომელიღაც ჩინოვნიკი რაღაცაში იყო ჩართული, ან არა, გვირაბებს თხრიდნენ და ისე შეჰქონდათ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე კითხვაზე, გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილი ყოფილიყო ამ საქმეში ჩართული, პაპუაშვილი აღნიშნავს: „წარმოუდგენელი მგონია, ვინმე იყოს ჩართული“.

მისივე თქმით, ვინმეს რაიმეს დამალვა რომ ნდომებოდა, ფაქტის შესახებ ვერავინ გაიგებდა.

„ადამიანია, რომლის სახელი და გვარი არავის გაუგია. ბაჩიაშვილმა როგორ გააკეთა, რაც გააკეთა? ბაჩიაშვილი, რომელმაც საუკუნის აფერა ჩაიდინა, სასამართლო პროცესი მიდიოდა, შესაბამისი შეზღუდვები ჰქონდა და მანქანა გადააკეთა, ლამის შემდუღებლად თავად იმუშავა და ისე გაძვრა ქვეყნიდან. ვინმეს რაიმეს დამალვა რომ ნდომებოდა, ამას ვერ გაიგებდით. გამოძიება მიყვება რასთან გვქონდა საქმე, თავისი არსითაც ცოტა უცნაური დანაშაულია“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, სწორი იქნება თუ არა, გამოძიებამ კითხვები დაუსვას ირაკლი ღარიბაშვილს, პაპუაშვილი აღნიშნავს: „არა, რა თქმა უნდა“.

„კითხვები არ ისმევა პოლიტიკური დაკვეთით და კეზერაშვილის სურვილით. გამოძიება სვამს კითხვებს, იქიდან გამომდინარე, რაც საქმის ინტერესშია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია