შალვა პაპუაშვილი - რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუფება და უცხოეთიდან დაფინანსებული NGO ცდილობს, 90-იანი წლები დაატრიალოს - ვინც ე.წ. დამხობის ტერმინს აკნინებს ან სალონურს ხდის შეხვედრებით, ძალადობრივ პროცესებს ახალისებს

დღეს რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუფება და უცხოეთიდან დაფინანსებული NGO ცდილობს, საქართველოში 90-იანი წლები დაატრიალოს,- ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობის“ შესახებ განცხადებები.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ის გზა, რომელიც პირდაპირ „მაიდნისკენ“ მიდის და მისი მიზანია ქვეყანაში არეულობის მოწყობა.

„ცხადია, რასთან გვაქვს საქმე - რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუფება რამდენიმე უცხოეთიდან დაფინანსებულ NGO-სთან ერთად გავიდა დემოკრატიული ჩარჩოებიდან. მათ პირდაპირ აქვთ გაცხადებული, რომ უარს ამბობენ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობაზე და დადგნენ ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილების გზაზე. ამ ჯგუფებმა, ვგულისხმობ, პარტიებსა და უცხოეთიდან დაფინანსებულ NGO-ს, განაცხადეს, რომ ისინი გადიან დემოკრატიული ჩარჩოებიდან და ძალადობრივი გზით სახელისუფლებო მანდატის მოპოვებას ცდილობენ. ზუსტად ეს არის დამხობასთან დაკავშირებული განცხადება, სხვა არაფერი.

შესაბამისად, ყველა, ვინც ამაში მონაწილეობს, ვინც ე.წ დამხობის ტერმინს აკნინებს, ან მხარს უჭერს ან სალონურად ხდის იმით, რომ ხვდება მათ, დიპლომატიურ თუ პოლიტიკურ შეხვედრებს აორგანიზებს, ახალისებს ძალადობრივ პროცესებს. ჩვენ პირდაპირ ამას ვხედავთ. ამიტომ, ფაქტია, მათ არანაირი სახალხო მხარდაჭერა არ აქვთ. მათ ქცევაშიც ვხედავთ, რომ ერთადერთი გზა არის რაიმე ისეთი პროვოკაციის მოწყობა, რამაც შეიძლება არაორდინალურ მდგომარეობაში ჩააყენოს საზოგადოება და სახელმწიფო. ეს არის ის საშიში გზა, რომელსაც ადგას უცხოეთიდან კარნახით რამდენიმე პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს არის ის გზა, რომელიც პირდაპირ „მაიდნისკენ“, არეულობის მოწყობაზე მიდის. გვახსოვს შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი როგორ მოუწოდებდა შარშან „მაიდნისკენ“ ოპოზიციას. ამ პროცესებს ზუსტად ასე უნდა შეხედოს ჩვენმა საზოგადოებამ- დღეს რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუფება და უცხოეთიდან დაფინანსებული NGO ცდილობს, საქართველოში 90-იანი წლები დაატრიალოს“,- განაცხადა პაპუაშვილმა

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია