შალვა პაპუაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა, რომ „დიფ სთეითმა“ საქართველოს ომში ჩათრევა ვერ შეძლო

ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა, რომ „დიფ სთეითმა“ საქართველოს ომში ჩათრევა ვერ შეძლო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, ისურვებდა თუ არა, რომ ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნებულიყო, პაპუაშვილი პასუხობს, რომ ისურვებდა, ყველა საკუთარი სურვილის შესაბამისად მოქმედებდეს.

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის შეფასება არაერთხელ მოგისმენიათ. მეც არაერთხელ მითქვამს, რომ მას გადამწყვეტი როლი ჰქონდა იმ პროცესში, რომ საქართველო არ ჩათრეულიყო ომში. მისმა მკაფიო და ცხადმა პოზიციამ მისცა მთავარი ტონი ყველა სახელისუფლებო შტოს, თუ სხვადასხვა ინსტიტუციას, რომ საქართველო საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყანას არ გასწირავდა მარიონეტული ომისთვის, საიდანაც გვითრევდა მაშინ ბევრი.

ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი გადაწყვეტილება გაგაცნოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ის პოლიტიკიდან გასულია. მე ვისურვებდი, რომ ყველა საკუთარი სურვილის შესაბამისად მოქმედებდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა