პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრი ევროკავშირს - მოგიწოდებთ, შეთანხმდეთ საერთო მიზანზე და 2026 წლის ბოლომდე რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი სრულად შევწყვიტოთ

პოლონეთი ევროკავშირს რუსეთიდან ნავთობის შესყიდვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, - ინფორმაციას Reuters-ი პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრზე, მილოჟ მოტიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მოგიწოდებთ, რომ შეთანხმდეთ საერთო მიზანზე და 2026 წლის ბოლომდე რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი სრულად შევწყვიტოთ“, - განაცხადა პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრმა.

მოტიკას თქმით, „მსგავსი გადაწყვეტილება ევროკავშირს დამოუკიდებელს გახდის ნავთობისგან, რომელიც პოლიტიკურ და სტრატეგიულ რისკს წარმოადგენს“.

ამასთან, პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ვოიცეხ ვროჩნამ განაცხადა, რომ ევროპაში რუსული გაზი შეიძლება აშშ-ის თხევადმა ბუნებრივმა აირმა ჩაანაცვლოს, რომელიც პოლონეთის გავლით გადის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს