პროკურორი - დასტურდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გარკვეული პოლიტიკოსები მოქმედებენ კოორდინირებულად - ეკა გიგაურმა დაგვიდასტურა, რომ იყო ჩართული სხვადასხვა ტიპის აქციების ორგანიზებაში

ეკა გიგაურმა დაგვიდასტურა ის, რომ იყო ჩართული უშუალოდ სხვადასხვა ტიპის აქციების დაორგანიზებაში, - ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმის პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ხელმძღვანელის ეკა გიგაურის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გარკვეული პოლიტიკოსები მოქმედებენ ურთიერთშეთანხმებულად და კოორდინირებულად.

“გამოძიების ფარგლებში ერთმნიშვნელოვნად დასტურდება ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გარკვეული პოლიტიკოსები მოქმედებენ ურთიერთშეთანხმებულად და კოორდინირებულად და სწორედ ამ ფარგლებში დაესვა დღეს, რა თქმა უნდა, კითხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს. ამ შემთხვევაში მან ეკა გიგაურმა დაგვიდასტურა ის, რომ იყო ჩართული უშუალოდ სხვადასხვა ტიპის აქციების დაორგანიზებაში და ასევე, გარკვეული სახის ფინანსური ხარჯები არასამთავრობო ორგანიზაციას გაწეული აქვს უშუალოდ აქციისთვის სხვადასხვა ნივთების შესაძენად, რომელიც წინააღმდეგობისთვის იყო გამოყენებული”, - განაცხადა პროკურორმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება