ბრაზილიის პრეზიდენტი - დონალდ ტრამპთან  არანაირი ურთიერთობა არ მაქვს - ის შეერთებული შტატების პრეზიდენტია, მაგრამ არა მსოფლიოს იმპერატორი

ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიუ ლულა და სილვას განცხადებით, მას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს.

BBC-სთან ინტერვიუში მან გააკრიტიკა დონალდ ტრამპის მიერ ბრაზილიურ საქონელზე დაწესებული 50 პროცენტიანი ტარიფები და განაცხადა, რომ ტარიფები „უკიდურესად პოლიტიკურია“.

ლუის ინასიუ ლულა და სილვას მტკიცებით, აშშ-ის ტარიფების შესახებ ბრაზილიური გაზეთებიდან შეიტყო. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი „ცივილიზებული ფორმით არ ურთიერთობდა, მან უბრალოდ გამოაქვეყნა ისინი [ტარიფები] თავის პორტალზე - სოციალურ მედიაში“.

კითხვაზე, როგორ აღწერს ამერიკელ კოლეგასთან ურთიერთობას, ბრაზილიის პრეზიდენტმა უპასუხა: „ურთიერთობა არ არსებობს“.

ლუის ინასიუ ლულა და სილვამ განაცხადა, რომ თუ მომავალ კვირას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დონალდ ტრამპს შეხვდება, მიესალმება, როგორც ცივილიზებული მოქალაქე, ამასთან, დასძინა, რომ ტრამპი შეიძლება იყოს „შეერთებული შტატების პრეზიდენტი, [მაგრამ] ის არ არის მსოფლიოს იმპერატორი!“.

მისი მტკიცებით, დონალდ ტრამპი „ტყუილების იგონებს“, როდესაც აცხადებს, რომ ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ იდევნება და რომ ბრაზილიაში დემოკრატია არ არსებობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს