პენსილვანიაში შეიარაღებულმა პირმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, დაიღუპა სამი პოლიციელი და დაიჭრა ორი

აშშ-ის პენსილვანიის შტატში, პოლიციასა და შეიარაღებულ პირს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სამი სამართალდამცველი დაიღუპა და ორი მძიმედ დაიჭრა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შტატის პოლიციის კომისრის, პოლკოვნიკი კრისტოფერ პარიზის თქმით, სროლა სამხრეთ-აღმოსავლეთ პენსილვანიაში, იორკის ოლქში მოხდა, როდესაც პოლიციელები, ერთ-ერთ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ.

„ისინი იქ გუშინ დაწყებული გამოძიების გასაგრძელებლად იმყოფებოდნენ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს, თუმცა გარემოებების დაზუსტებისგან თავი შეიკავა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შეიარაღებულმა პირმა პოლიციელებს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც ისინი ჩხრეკის ორდერის აღსრულებას ცდილობდნენ.

შტატის პოლიციის კომისრის თქმით, შეიარაღებული პირი პოლიციის მიერ გახსნილი საპასუხო ცეცხლის შედეგად გარდაიცვალა. მისი ვინაობა, ამ დრომდე, საჯაროდ არ გახმაურებულა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს