პაატა მანჯგალაძე - 4 ოქტომბრის წინ ვხედავთ, როგორ გლეჯენ ერთმანეთს „ქოცები“ კბილებითა და ბრჭყალებით, სკამისა და ნაძარცვი ქონებისთვის - მათ დაიჯერეს დასასრულის მოახლოება, ამიტომ ნუ მოუსმენთ მათ, ვინც ამბობს, რომ ხალხს ცვლილება არ შეუძლია

4 ოქტომბრის წინ ჩვენ ვხედავთ, როგორ გლეჯენ ერთმანეთს „ქოცები“ კბილებითა და ბრჭყალებით, სკამისა და ნაძარცვი ქონებისთვის. მათ დაიჯერეს დასასრულის მოახლოება, ამიტომ ნუ მოუსმენთ იმათ, ვინც ამბობს, რომ ხალხს ცვლილება და გამარჯვება არ შეუძლია,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ გამარჯვება საკუთარი ხელით უნდა შექმნას. „ჩვენ არ უნდა ველოდოთ სხვას, ჩვენი თავისუფლება და ჩვენი გამარჯვება მხოლოდ ჩვენი ხელით უნდა შევქმნათ.

მშვიდობიანი ბრძოლა ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ ჩვენი ვალი და არჩევანია. ისტორია გვასწავლის, ცვლილება მოაქვს იმას, ვინც არ ნებდება და მოქმედებს. არასდროს მოაქვს ცვლილება შეშინებულებს, ჩასაფრებულებს ან გაყიდულებს, მათი ხვედრი და არჩევანი მონობა და სირცხვილია. 4 ოქტომბერს ჩვენ ერთად ვქმნით გამარჯვებას!“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა