მთავრობის მიერ დაგეგმილი ბიუჯეტის შემცირების გამო საფრანგეთში პროფკავშირები გაიფიცნენ

მთავრობის მიერ დაგეგმილი ბიუჯეტის შემცირების გამო საფრანგეთში პროფკავშირები გაიფიცნენ, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დღეს დილიდან საფრანგეთში მასწავლებლები, მძღოლები, ფარმაცევტები და ექიმები გაიფიცნენ, ხოლო მოსწავლეებმა სკოლების შესასვლელები გადაკეტეს.

მასშტაბური გაფიცვის გამო, პარიზში მეტრო დღის განმავლობაში მუშაობას შეაჩერებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დილიდან პოლიციამ უკვე 50-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

პროფკავშირები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს მიერ დაგეგმილ ბიუჯეტის შემცირებას ეწინააღმდეგებიან და საჯარო სერვისებისთვის დაფინანსების გაზრდას, მდიდრებზე მაღალი გადასახადების დაწესებასა და სახელმწიფო საპენსიო სისტემის არაპოპულარული ცვლილებების გაუქმებას ითხოვენ.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსალოდნელია, რომ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 800 000-მდე ადამიანი მიიღებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს