სალომე სამადაშვილი - სულ უფრო იზრდება იმ ევროპული ქვეყნების რიცხვი, რომელთაც რეჟიმის სანქცირება გადაწყვიტეს - ეს გზავნილია, რომ სანამ რეჟიმი არ შეიცვლება, ეტაპობრივად დავკარგავთ ევროპასთან ყველანაირი ურთიერთობის ჩარჩოებს

სულ უფრო იზრდება იმ ევროპული ქვეყნების რიცხვი, რომელთაც გადაწყვიტეს რეჟიმის სანქცირება მოხდეს - სანამ არ შეიცვლება რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს საქართველოს, ჩვენ მხოლოდ დავკარგავთ ეტაპობრივად ყველანაირი ურთიერთობის ჩარჩოებს, რაც ევროპასთან გვაქვს,- ამის შესახებ „ლელო -ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა რომ ჩეხეთის მთავრობამ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო ვალდებულებების შემოღება დაამტკიცა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია „სწრაფად შევცვალოთ ეს რეჟიმი, რათა ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიული შანსი არ დავკარგოთ“.

„ვხედავთ, რომ სულ უფრო იზრდება იმ ევროპული ქვეყნების რიცხვი, რომელთაც გადაწყვიტეს რეჟიმის სანქცირება მოხდეს. მათ შეუერთდა ჩეხეთი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი სახელმწიფო მრავალი წელია, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მათაც გადაწყვიტეს რეჟიმის წარმომადგენლებს, დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს დაუწესდეს სანქცია, არ მიეცეთ ევროკავშირში გადაადგილების შესაძლებლობა. ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს ძალიან ნათელი გზავნილი, რომ სანამ არ შეიცვლება რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს საქართველოს, ჩვენ მხოლოდ დავკარგავთ ეტაპობრივად ყველანაირი ურთიერთობის ჩარჩოებს, რაც ევროპასთან გვაქვს“,- აღნიშნა სამადაშვილმა.

გარდა ამისა, მან იმ ფაქტზეც ისაუბრა, რომ გუშინ, გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი სამდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანში და სომხეთში გაემგზავრა. როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ადგილს, როგორც დასავლეთის სტრატეგიულ მოკავშირეებს რეგიონში, მეზობლები იკავებენ.

„საქართველოს, ბიძინა ივანიშვილი, რუსეთის დავალებით აქცევს სრულ საერთაშორისო იზოლაციაში. ჩვენს ადგილს, როგორც დასავლეთის სტრატეგიული მოკავშირეები რეგიონში, იკავებენ ჩვენი მეზობლები. კოსის ვიზიტი მეორე მაღალი დონის ვიზიტია ბრიუსელიდან, როდესაც ჩვენს მეზობლებთან ჩადიან, მაგრამ საქართველოში არ ჩამოდიან. წინა იყო კაია კალასის ვიზიტი.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ისტორიული შანსი, რომელიც ჩვენს ხალხს ეკუთვნოდა, რომ გამხდარიყო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ივანიშვილმა წაართვა. როგორც ჩანს, ჩვენი მეზობლები გააღრმავებენ ევროკავშირთან ურთიერთობებს, მაშინ, როდესაც საქართველომ სულ უახლოეს მომავალში შესაძლოა დაკარგოს ისეთი მონაპოვარი, როგორიც არის უვიზო მიმოსვლა“,-აღნიშნა სამადაშვილმა.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა