საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის მესამე სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2025 წლის მესამე სხდომა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარდგენილი 26 საკითხიდან დადებითად 24 საკითხი გადაწყდა, ხოლო უარყოფითად 2 საკითხი მიიჩნიეს.

„კომისიას განსახილველად 29 საკითხი წარედგინა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარდგენილი 26 საკითხიდან დადებითად გადაწყდა 24, უარი ეთქვა 2 საკითხზე. მუსლიმთასამმართველოს მიერ წარდგენილ 1 საკითხზე დადგინდა ხარვეზი. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მიერ წარდგენილი 1 საკითხი დადებითად გადაწყდა, სომხური თემის მიერ წარდგენილ 1 საკითხზე კი ხარვეზი დადგინდა.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი სოფიო დოღონაძე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება