კახა კალაძე - თუ ხამზატ ჩიმაევმა მოძრაობის წესები დაარღვია, საპატრულო პოლიცია ჯარიმას დაუწერს - რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ვინ არის პრეზიდენტი?! ვიცით, რას წარმოადგენს, ის „აკაცუკების“ ერთ-ერთი წარმომადგენელია

ვინ არის პრეზიდენტი?! სალომე ზურაბიშვილი ვიცით, რას წარმოადგენს, „აკაცუკების“ ერთ-ერთი წარმომადგენელია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გაავრცელა ვიდეო, სადაც „UFC-ის ჩემპიონი ხამზატ ჩიმაევი მოძრაობის წესებს არღვევს.

თბილისის მერის თქმით, თუ ეს მოხდა, საპატრულო პოლიცია ჯარიმას დაწერს.

„ვინ არის პრეზიდენტი? სალომე ზურაბიშვილი ვიცით რას წარმოადგენს, „აკაცუკების“ ერთ-ერთი წარმომადგენელია. თუ ხამზატმა მოძრაობის წესები დაარღვია, საპატრულო პოლიცია ჯარიმას დაუწერს.

რაც შეეხება „ფერარს“, მე არ მიჩუქებია. გულწრფელად გეტყვით, რაც მოხდა სინამდვილეში. გეცოდინებათ საბა მიქავა, რომელიც ავტოსალონ „ფორცა თბილისის“ მფლობელია. სხვათა შორის, წალენჯიხაში სწორედ მისი კუთვნილი ავტომანქანით ვიყავით. ადამიანმა იშრომა, იწვალა, გაუჩნდა შესაძლებლობები, რომ ეს ლურჯი „ფერარი“ ეყიდა. მე სულ რაღაც 10-15 წუთი დავჯექი მის საჭესთან და დაიწყეთ საუბარი, რომ მე მეკუთვნის. ახლა კი, იწვალა, თავის მეგობრებთან ერთად რაღაცები შეაგროვა, რომ ჩიმაევისთვის ავტომანქანა ეჩუქებინა და ყველა ამბობს, რომ თითქოს მე ვაჩუქე. ბიჭმა ამდენი იწვალა, ყველაფერზე რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო, „ფერარის“ ყოლაზე თქვეს, კალაძესიაო; მანქანა აჩუქა, კახამ აჩუქაო, გამოვიდა და თქვა ჩემს ბედს....“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, UFC-ის ჩემპიონ ხამზატ ჩიმაევთან დიდი ხანია მეგობრობს.

„ხამზატთან დიდი ხანია ვმეგობრობ. ის წარმატებული სპორტსმენია, რომელიც საქართველოში ძალიან უყვართ. ხშირად სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. ამჯერად, თბილისშიც იყო, სხვადასხვა რეგიონშიც. მასაც უყვარს ქართველები, აქაურობა. ბევრი მეგობარი ჰყავს აქ და ხშირად სტუმრობს საქართველოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს