დონალდ ტრამპი - აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის კავშირები მტკიცეა

აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის კავშირები მტკიცეა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ერთად ბიზნეს ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები ფასდაუდებელია. ჩვენ მტკიცე კავშირი გვაქვს. დღეს ამ კავშირებს კიდევ უფრო მტკიცეს ვხდით, ისე როგორც არასდროს. ბევრი რამ გავაკეთეთ, რაც ფინანსურად ორივე ქვეყნისთვის შესანიშნავია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, „აშშ დიდი ბრიტანეთის ყველაზე ძლიერი, ახლო და სანდო ბიზნესპარტნიორია“.

„მსოფლიოში უფრო ბუნებრივი პარტნიორობა არ არსებობს, კერძოდ ჩვენი ქვეყნების სამრეწველო შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით, რაც ჩვენი თავდაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ თავდაცვის სფეროში ნამდვილად კარგად ვთანამშრომლობთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბრიტანელ და ამერიკელ ბიზნეს ლიდერებთან შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა და კირ სტარმერმა „ტექნოლოგიური კეთილდღეობის შესახებ შეთანხმება“ გააფორმეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს