ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული არმია დონეცკის მიმართულებაზე წარმატებულ კონტრშეტევას აწარმოებს

ამ კვირების განმავლობაში უკრაინული არმია წარმატებულ კონტრშეტევას აწარმოებს დონეცკის მიმართულებაზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“ამ კვირების განმავლობაში ჩვენს ერთ-ერთ კონტრშეტევით ოპერაციას ვაწარმოებთ. ბიჭები ყოჩაღები არიან. დონეცკის მიმართულებაზე, პოკროვსკის, დობროპოლიეს რაიონში. სასტიკი ბრძოლები, მაგრამ მოვახერხეთ რუსებისთვის საგრძნობი დანაკარგების მიყენება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის არმია ოკუპანტებს ამ მიმართულებაზე სრულფასოვანი შეტევითი ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობას ართმევენ, რომელსაც ისინი დიდხანს გეგმავდნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ კონტრშეტევის დაწყებიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს უკრაინული მიწის 160 კვადრატული კილომეტრი, შვიდი დასახლებული პუნქტი, ხოლო კიდევ 170 კვადრატული კილომეტრი და ცხრა დასახლებული პუნქტი “გაწმენდილია ოკუპანტებისგან”.

გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, უკრაინამ მნიშვნელოვნად შეავსო თავისი გაცვლითი ფონდი - უკვე არის თითქმის ასი დატყვევებული რუსი და “კიდევ იქნებიან”.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამ კვირების განმავლობაში მხოლოდ პოკროვსკის რაიონში რუსების დანაკარგები 2,500 ადამიანზე მეტია, მათგან 1 300-ზე მეტი მოკლულია.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ