ირაკლი კობახიძე  - გეკა გელაძის ჩინეთში ვიზიტი არის ოფიციალური, ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩინეთთან როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება

გეკა გელაძის ჩინეთში ვიზიტი არის ოფიციალური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„აქ დასამალი არაფერია, პირიქით, აბსოლუტურად ღიად გაცხადებული ვიზიტია, ის იმყოფება ჩინეთში. ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩინეთთან როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფება ჩინეთში. მნიშვნელოვანი ვიზიტია და ჩვენ დიდი ინტერესით ველოდებით ამ ვიზიტის შედეგებს", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი