პროკურორი - ბრალდებულ ზურაბ ზვიადაურის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ორი ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი იყო გაფორმებული, მეორე - არა

ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ორი ცეცხლსასროლი იარაღი. ერთი იარაღი იყო გაფორმებული, მეორე - არა , - ამის შესახებ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის საქმის პროკურორმა ირაკლი ყვავაძემ განაცხადა.

როგორც სამართლო სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე უცნობია, ვის სახელზე იყო რეგისტრირებული მეორე იარაღი, თუმცა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ის ზვიადაურის სახელზე არ იყო.

„ექსპერტიზის დასკვნით ვიცით, რომ ეს იარაღი არ არის გაფორმებული ზურაბ ზვიადაურის სახელზე“, - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის განცხადებით, პოლიციამ ავტომობილი შემოწმების მიზნით გააჩერა, რის შემდეგაც ზვიადაურმა თავად მიუთითა, რომ მანქანაში შესაძლოა იარაღი ყოფილიყო. სწორედ ამის შემდეგ ჩატარდა ჩხრეკა. ყვავაძის თქმით, პოლიციას წინასწარ ინფორმაცია იარაღის შესახებ არ ჰქონია.

„პატრულ ინსპექტორები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაადგილდებოდნენ, შესაბამისად შემოწმებისა და გადამოწმების მიზნით შეაჩერეს აღნიშნული ავტომობილი და შემდგომ ჩხრეკის შედეგად დადგინდა, რომ იყო ცეცხლსასროლი იარაღი.

მას შემდეგ, რაც ბრალდებულთან შედგა გასაუბრება და იყო საფუძველი იმისა, რომ შესაძლებელია ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღი, შემდგომ ჩატარდა ჩხრეკა“,- განაცხადა პროკურორმა.

ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, თავად ზურაბ ზვიადაურმა უთხრა პოლიციას იმის შესახებ, რომ მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღია, პროკურორი ასე პასუხობს:

„შესაძლებელია დაუჯერებელი იყოს, თუმცა გამოძიებით დადგენილია გარემოება, რომ მას შემდეგ რაც ეკიპაჟისთვის ბრალდებულის მხრიდან ცნობილი გახდა, რომ შესაძლებელია მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღი ყოფილიყო, ამის შემდგომ ჩატარდა ჩხრეკა. შესაბამისად, წინასწარ განზრახვა და დადგენილი ინფორმაცია მათ არ ჰქონიათ“, - განაცხადა პროკურორმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში