გაიგე, როგორ ისწავლო დიდ ბრიტანეთში სრული დაფინანსებით - „საქართველოს ბანკი“, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

19 სექტემბერს, 19:00 საათზე, დაესწარი „საქართველოს ბანკის“ მიერ გამართულ ვებინარს და გაიგე, როგორ მიიღო დიდ ბრიტანეთში, სამაგისტრო საფეხურზე სწავლის სრული დაფინანსება.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

„საქართველოს ბანკი“, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად გამარჯვებულ სტიპენდიატებს ავლენს და მათ დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში, სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.

ვებინარის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი - ლუკა ხუნდაძე და CHEVENING-ის პროგრამის კოორდინატორი - ვიკა ზამთარაძე მონაწილეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებს გაუზიარებენ. კერძოდ, ვებინარის მონაწილეები გაიგებენ:

  • როგორ მოიპოვონ საქართველოს ბანკის 100%-იანი სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში;
  • როგორ მიიღონ ინფორმაცია სააპლიკაციო პროცესის შესახებ;
  • მოისმენენ რჩევებს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების გამოწვევების დაძლევაში დაეხმარებათ.

CHEVENING-ის პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ის 7 ოქტომბერს დასრულდება.

აპლიკაციის შევსების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

(R)

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში