შალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიას პოზიციაზე, გირაო არ გადაიხადოს - მან „ტაიმაუტი“ აიღო, რომ ძალადობრივი აქციების შედეგებზე პასუხისმგებლობა მოიხსნას

ვხედავთ სცენებს, რომლებსაც შეუმდგარი პოლიტიკოსები დგამენ. ხედავენ, რომ მათ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვთ და ერთადერთი გზა რაღაც სცენებისა და პროვოკაციების მოწყობაა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო არ გადაიხადოს, შესაბამისად კი, ამ დრომდე საპატიმროში რჩება.

მისი თქმით, ელენე ხოშტარიამ „ტაიმაუტი“ აიღო, რომ ძალადობრივი აქციების შედეგებზე, გარკვეული პასუხისმგებლობა მოიხსნას.

„გახსოვთ, როდესაც ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლა არ უნდოდა და გირაოს გადახდაზე უარს ამბობდა, მაშინ ერთ-ერთმა ევროპულმა ფონდმა, რომელიც შემდეგ გაირკვა, რომ საქართველოში რადიკალიზმის მთავარი დამფინანსებელია - „ევროპის დემოკრატიის ფონდმა“ ნიკა მელიას გირაოს ფული გადაიხადა, გამოიყვანეს მისი ნების საწინააღმდეგოდ, საერთო ჯამში გარე ძალებმა და კვლავ რადიკალიზმში ჩართეს.

დღესაც ვხედავთ სცენებს, რომლებსაც შეუმდგარი პოლიტიკოსები დგამენ, ხედავენ, რომ მათ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვთ და ერთადერთი გზა რაღაც სცენებისა და პროვოკაციების მოწყობაა. ვხედავთ თვითდაჭერების წყებას, ჯერ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით და შემდეგ ვნახეთ ის ქმედება, რომელიც ელენე ხოშტარიამ ჩაიდინა - პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. თავადაც განაცხადა და მისი ოჯახის წევრებიც და გარემოცვაც ამბობს, რომ, ფაქტობრივად, მან თავი დააჭერინა. ახლა გარკვეული „ტაიმაუტი“ აიღო, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა მოიხსნას იმ რაღაც ძალადობრივი აქციების შედეგებზე, რომლებსაც ისინი აორგანიზებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისად, პოლიტიკოსი საპატიმრო დაწესებულებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებს, თუმცა ელენე ხოშტარია გირაოს გადახდაზე უარს აცხადებს.

სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო