შალვა პაპუაშვილი „ლელოზე“ - ხელის ჩამომრთმევი არ ჰყავთ და ადამიანი არ ჰყავთ, რომელიც მათი სახელით ბიულეტენზე საკუთარი სახელის დაწერის თანხმობას მისცემს, რადგან იცის, ამით საკუთარ სახელს შელახავს

ხელის ჩამომრთმევი არ ჰყავთ და ადამიანი არ ჰყავთ, რომელიც მათი სახელით ბიულეტენზე საკუთარი სახელის და გვარის დაწერის თანხმობას მისცემს იმიტომ, რომ იცის, ამით საკუთარ სახელს შელახავს, როდესაც თაღლითებთან და მატყუარებთან იქნება გარეული,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ლელო-ძლიერ საქართველოსთან“ დაკავშირებით განაცხადა,როდესაც უპასუხა კითხვას, რომ „ლელომ“ ყაზბეგში მერობის კანდიდატად ირაკლი კუპრაძის მძღოლი წარადგინა“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ლელოს“ წარმომადგენლებმა 27 თუ 28 მუნიციპალიტეტში ვერ შეძლეს მერის კანდიდატის დასახელება, 430 მაჟორიტარობის კანდიდატი ვერ დაასახელეს, 1 600 კომისიის წევრი ვერ დაასახელეს და ამ ხალხს აქვს ხელისუფლებაში ყოფის პრეტენზია“.

„ხელის ჩამომრთმევი არ ჰყავთ და ადამიანი არ ჰყავთ, რომელიც მათი სახელით ბიულეტენზე საკუთარი სახელის და გვარის დაწერის თანხმობას მისცემს იმიტომ, რომ იცის, ამით საკუთარ სახელს შელახავს, როდესაც თაღლითებთან და მატყუარებთან იქნება გარეული. თავად „ლელოს“ რაც შეეხება, ხედავთ მათ ქცევას, მათ აღიარებული აქვთ, რომ რეალურად თაღლითური მიზნით შექმნეს პარტია „ლელო“, თქვეს, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დავის გამო შექმნა პარტია ხაზარაძემ და გაირკვა, რომ ეს დავა აბსოლუტურად თაღლითურად იყო აწყობილი იმისთვის, რომ საქართველოს ბიუჯეტის 12% ჯიბეში ჩაედო. ყველა დონეზე, საქართველოშიც და საერთაშორისო სასამართლოებშიც ის ამხილეს თაღლითური სარჩელების წარდგენაში, შესაბამისად, პარტიაც თაღლითური მიზნით არის შექმნილი და ერთადერთი მიზანი სწორედ ეს თაღლითობაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა „ლელოს“ ლიდერების ბრიუსელში ვიზიტზე.

„არჩევებამდე სულ რამდენიმე დღე არის დარჩენილი და ვხედავთ, რომ ერთი პარტიის ლიდერი გერმანიაშია, მეორე პარტიის ლიდერი ბრიუსელშია, მესამე, მეოთხე ამერიკაში, ვაშინგტონში არიან. ვხედავთ, ვისაც ისინი უნდა ესაუბრონ - არა ქართველ ხალხს, არამედ თავიანთ უცხოელ მფარველებს და დავალებების მიმცემებს. მათი მგზავრობაც ამ მხრივ უნდა აღვიქვათ“, - აცხადებს პაპუაშვილი.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია