პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კლიპის ავტორი მუსიკოსი ზაზა ნოზაძეა.

მუსიკალური კლიპი საზოგადოებას „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად წარუდგინა.

სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ საქართველოს მთავრობის მეთაურს, ასევე, თბილისსა და თბილისელებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„გვინდა, საზოგადოებას წარვუდგინოთ მუსიკალური კლიპი, რომლითაც ვეფერებით ჩვენს ქვეყანას, ულამაზეს თბილისს. თბილისი არის ქალაქი, რომელსაც ყოველთვის უმღეროდნენ, უმღერიან და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება. თბილისი არის ქალაქი, რომელიც ყველას განსაკუთრებულად გვიყვარს. ჩვენი დედაქალაქია, ულამაზესი, თავისი მომხიბვლელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, განსხვავებული რელიგიებით, მრავალფეროვნებით. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სჭირდება მოვლა, დაფასება, შენარჩუნება. ამაყი ვარ, რომ ღმერთმა მომცა შესაძლებლობა, ვემსახურო ამ ქალაქს, ამ ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს. ვიდეოკლიპი, რომელსაც წარმოგიდგენთ, არის თბილისის განსაკუთრებულობაზე, სიყვარულზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აუცილებლად თბილისი გაიმარჯვებს.

„განვაგრძობთ საარჩევნო კამპანიას, ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს მოსახლეობასთან. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რასაც ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით. ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, როდესაც ქუჩაში ვხვდები მოქალაქეებს, რომლებიც გამოხატავენ მადლიერებას, თანადგომასა და მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს ჩვენი დედაქალაქი, ჩვენი ქვეყანა. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს!“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კლიპის ავტორმა კი განაცხადა, რომ მისთვის, როგორც რიგითი თბილისელისთვის და ამ ქალაქის შვილისთვის, უდიდესი პატივი იყო, ემუშავა გოგი ცაბაძის შედევრზე. მან მადლობა გადაუხადა მმართველ გუნდს ამ შესაძლებლობისთვის და თბილისის მერობის კანდიდატს წარმატებები უსურვა.

ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, ასევე, ხელოვნების, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს