„ბიბლუსი“ ფრენშაიზ მაღაზიის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარს მართავს

25 სექტემბერს, 12:00 საათზე „ბიბლუსი“ ფრენშაიზის გახსნის მსურველთათვის მართავს საინფორმაციო ვებინარს, რომელზეც კომპანიის წარმომადგენელი დეტალურად ისაუბრებს ბიზნეს მოდელის სპეციფიკაზე, პირობებსა და თანამშრომლობის ფორმატზე. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დასვან კითხვები და ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ონლაინ შეხვედრაზე აუდიტორია ინფორმაციას მიიღებს ფართის მოძიების, ანალიტიკის, ბიზნესის მართვის სპეციფიკის, კომერციული პირობებისა და სხვა საკითხების შესახებ.

თუ დაინტერესებული ხართ „ბიბლუსის“ ფრენშაიზის გახსნით გირჩევთ, დაესწროთ ვებინარს და დეტალური ინფორმაცია მიიღოთ პირობების შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

„ბიბლუსის“ ფრენშაიზის მოდელზე გადასვლის შესახებ: 2022 წელს ახალი ბიზნეს მოდელის დანერგვით „ბიბლუსმა“ ფიზიკურ პირებსა და მცირე და საშუალო კომპანიებს შესაძლებლობა მისცა, 17 წლის განმავლობაში შექმნილი დადებითი რეპუტაციითა და მომხმარებელთა ნდობით ისარგებლონ და წარმატებული ბიზნესსაქმიანობა დაიწყონ. ფრენშაიზ მაღაზიის გახსნის მსურველებს „ბიბლუსი“ სთავაზობს სრულ მხარდაჭერას, რაც მოიცავს როგორც ბაზრის კვლევას, ისე მენეჯმენტსა და ლოგისტიკას.

ფრენშაიზის გაყიდვა უკვე დროში გამოცდილი პრაქტიკაა, რომელსაც მსხვილი კომპანიები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმართავენ. აღნიშნულ მოდელზე გადასვლით ერთი მხრივ, ვითარდება და ფართოვდება ბრენდი, ხოლო მეორე მხრივ, დამოუკიდებელ პირებს შესაძლებლობა აქვთ, თავადაც ჰქონდეთ ბიზნესი.

დღეს „ბიბლუსი“ მთელი საქართველოს მასშტაბით 77 საკუთარი და 9 ფრენშაიზ მაღაზიით ოპერირებს და გაფართოებას აგრძელებს. ბრენდის ქვეშ მაღაზია შეუძლია გახსნას ნებისმიერ მსურველს, რომელიც კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწევს.

(R)

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა