ნინო ევგენიძე - დაბარებული ვარ ამ რაღაც კომიკური პირბადეების საქმეზე - ეს არის ფარსი და ემსახურება მიზანს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ვითომ დააშინონ და შეგვიწყვიტონ საშუალება, დავეხმაროთ ჩვენ ხალხს

[გამოკითხვაზე] დაბარებული ვარ ამ რაღაც კომიკური პირბადეების საქმეზე - ეს არის ფარსი და ემსახურება მიზანს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ვითომ დააშინონ და შეგვიწყვიტონ საშუალება დავეხმაროთ ჩვენ ხალხს,- ამის შესახებ „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ნინო ევგენიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ნინო ევგენიძის თქმით, აღნიშნულ საქმეზე დაწყებული გამოძიება ფარსია.

„როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრიც“ და მე, როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დაბარებული ვარ ამ რაღაც კომიკური პირბადეების საქმეზე, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშები დაყადაღებული არ ყოფილა, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ, ცხადყოფს იმას, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ ყბადაღებულ პირბადეს იყიდი, თუ... ეს არის ფარსი და ემსახურება მიზანს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ვითომ დააშინონ და შეგვიწყვიტონ საშუალება დავეხმაროთ ჩვენ ხალხს, რომელსაც მე პირადად და ჩვენი ორგანიზაცია ისევე, როგორც ქართული სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ამას 23 წლის გამავლობაში ვაკეთებთ. ამ მხრივ, ჩვენი ორგანიზაცია ერთ-ერთი ყველაზე ძველი ორგანიზაცია გახლავთ“,- განაცხადა ნინო ევგენიძემ, რომელიც გამოძიების შეკითხვებს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს.

შეგახსენებთ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის: - “სამართლიანი არჩევნების“, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", “დემოკრატიის მცველების", “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის", “საფარის", “სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო.

საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე