მარგუს ცაჰკნა - რუსეთმა წელს ოთხჯერ დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე, რაც თავისთავად მიუღებელია, მაგრამ დღევანდელი შემოჭრა, როცა სამი საბრძოლო თვითმფრინავი შემოვიდა, უპრეცედენტოდ თავხედურია

სამი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი 12 წუთით ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, - ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესტონეთში რუსეთის საქმეთა რწმუნებული დაიბარა, რათა პროტესტი გამოეხატა და ნოტა გადაეცა ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე, რომელიც 19 სექტემბერს მოხდა.

შემოჭრა ფინეთის ყურის საჰაერო სივრცეში მოხდა, სადაც რუსეთის ფედერაციის სამი „მიგ-31“ საბრძოლო თვითმფრინავი ნებართვის გარეშე შევიდა ესტონეთის საჰაერო სივრცეში და მანდ ჯამში 12 წუთი გაატარა“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსული საბრძოლო თვითმფრინავების შეჭრას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნაც გამოეხმაურა.

„რუსეთმა წელს უკვე ოთხჯერ დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე, რაც თავისთავად მიუღებელია, მაგრამ დღევანდელი შემოჭრა, როდესაც სამი საბრძოლო თვითმფრინავი შემოვიდა ჩვენს საჰაერო სივრცეში, უპრეცედენტოდ თავხედურია. რუსეთის მიერ ლიმიტების ფართო ცდასა და მზარდ აგრესიულობას პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის სწრაფად გაზრდით უნდა ვუპასუხოთ“, - განაცხადა ცაჰკნამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ