ნინო ევგენიძე - ამომწურავად ვუპასუხე ყველა იმ შეკითხვას, რაც გამოძიების მხრიდან იყო დასმული

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” ანგარიშები არ ყოფილა დაყადაღებული, ჩვენი სახსრები არ ყოფილა გამოყენებული საერთოდ არაფრის შესაძენად, - ამის შესახებ „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელმა, ნინო ევგენიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ევგენიძემ აღნიშნა, ორგანიზაციის წევრები მხოლოდ პროტესტში იღებდნენ მონაწილეობას და აქციების ორგანიზებაში ჩართულები არ ყოფილან.

„კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს „პირბადეების საქმე” თავიდან ბოლომდე ძალიან კომიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს. „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” ანგარიშები არ ყოფილა დაყადაღებული, ჩვენი სახსრები არ ყოფილა გამოყენებული საერთოდ არაფრის შესაძენად. გარდა იმისა, რომ პროტესტის მონაწილეები ვიყავით, არანაირ ორგანიზებაში და სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა არ მიგვიღია.

მე ვფიქრობ, რომ ყველა კითხვას გაეცა პასუხი. მოსამართლე კმაყოფილი ჩანდა ამ პასუხებით და ამომწურავად ვუპასუხე ყველა იმ შეკითხვას, რაც გამოძიების მხრიდან იყო დასმული”, - განაცხადა ნინო ევგენიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს