უკრაინული მედია - უკრაინამ სარატოვისა და სამარის ოლქებში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყა

უკრაინამ სარატოვისა და სამარის ოლქებში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, სამხედრო ძალებმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამარის ოლქში მდებარე ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს.

უკრაინული ძალების დარტყმების შედეგად რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ტერიტორიაზე ძლიერი ხანძრები გაჩნდა.

ამასთან, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფებმა სამარაში მაგისტრალური სატრანსპორტო ობიექტი დააზიანეს, რომელსაც სხვადასხვა საბადოდან მოპოვებული ნავთობი გადააქვს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა