პაატა მანჯგალაძე - გუშინ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას ხელმძღვანელობდა თვითმარქვია ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი - ეს ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ხელისუფლება აღარ არსებობს

გუშინ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას ხელმძღვანელობდა თვითმარქვია ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი - ეს ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ხელისუფლება აღარ არსებობს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის განცხადებით, სწორედ ამ მიზეზით, 4 ოქტომბერს არსებული რეალობა უნდა შეიცვალოს.

„გუშინ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას ხელმძღვანელობდა თვითმარქვია ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება. ეს ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ხელისუფლება აღარ არსებობს, ქვეყანას მართავს ერთი პირის მსახურების დაჯგუფება, რომელსაც ხალხი და მისი მომავალი არ აინტერესებს.

სწორედ ამიტომ 4 ოქტომბერი არის დღე, როცა ეს უნდა შეიცვალოს. ეს დღე დაამტკიცებს, რომ საქართველოს ნამდვილი პატრონი არის ქართველი ხალხი.

მოვემზადოთ და ერთად დავდგეთ 4 ოქტომბერს გამარჯვებისთვის!"- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა