ქედაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაინგრა - დაშავდა ორი ადამიანი

ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ დოხოძეებში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

ადგილობრივების ცნობით, შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.

როგორც ქედის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული ოჯახი სტიქიის ზონაში ცხოვრობდა, რომელიც „უწყების მხრიდან არაერთხელ იყო გაფრთხილებული, რათა ტერიტორია დაეტოვებინათ“.

„ქედის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ქედაში სტიქიის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლის შესახებ.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სახლი მდებარეობდა მეწყერსაშიშ ზონაში. ოჯახს მუნიციპალიტეტის მხრიდან არაერთხელ მიეწოდა წერილობითი გაფრთხილება საცხოვრისის დატოვებისა და უსაფრთხო ადგილზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ რვა წევრიანი ოჯახი ჩართული იყო ,,სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში".

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების განმარტებით, ოჯახს დამატებით მიეწოდა გაფრთხილება მოსალოდნელი უამინდობისა და გაზრდილი საფრთხის შესახებ, თუმცა, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, ისინი კვლავ აგრძელებდნენ საცხოვრებლად სახლის გამოყენებას”,- აღნიშნავენ უწყებაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა