მარტა კოსი - ევროკავშირი და სომხეთი ისე ახლოს არასოდეს ყოფილან, როგორც ახლა

ევროკავშირი და სომხეთი ისე ახლოს არასოდეს ყოფილან, როგორც ახლა, - ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მარტა კოსი ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

„მდგრადობისა და ზრდის გეგმის ფარგლებში 202 მილიონი ევროს ოდენობის გამოყოფის შესახებ და ვიცე-პრემიერ გრიგორიანთან ახალი მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის დაწყების შესახებ გამოვაცხადე“, - წერს მარტა კოსი.

ცნობისთვის, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი გუშინ აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა