ირაკლი კუპრაძე - 6 თვის წინ 160 ავტობუსი ჰყავდა თბილისს ჩამოყვანილი, რომლის შესყიდვაც 2023 წელს მოხდა, კალაძემ ისინი შეინახა, რათა წინასაარჩევნოდ პიარისთვის გამოეყენებინა - კალაძე მხოლოდ კორუფციით და პიარითაა დაკავებული

6 თვის წინ 160 ავტობუსი ჰყავდა თბილისს ჩამოყვანილი, რომლის შესყიდვაც 2023 წელს მოხდა, 2025 წლის მარტში 160-ვე ავტობუსი უკვე დედაქალაქში იყო და კახი კალაძემ ისინი შეინახა, იმისთვის, რომ სწორედ წინასაარჩევნოდ 2 კვირით ადრე პიარისთვის გამოეყენებინა,- ამის შესახებ პარტიების „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ მერობის ერთობლივმა კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მთავრობას და ზოგადად საქართველოს ხელისუფლებას არ აინტერესებს მოსახლეობის საჭიროებები და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ პიარზე ზრუნავს.

„კახი კალაძეს, თბილისის მთავრობას, „ანტიქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს თბილისის რეალური პრობლემები, არ აინტერესებს ის საცობები, რომლებიც ხელს უშლის თბილისში გადაადგილებას, ხელს უშლის გამონაბოლქვის პრობლემის მოგვარებას. 6 თვე იყო გაჩერებული ავტობუსები, რის გამოც გადაადგილება არ იყო შესაბამისად გამოსწორებული თბილისში და ეს არის კახი კალაძის პერსონალური პასუხისმგებლობა. ის ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ პიარზე და არაფერზე სხვაზე. კალაძეს და „ანტიქართულ ოცნებას“ ეკისრება პასუხისმგებლობა, მათ შორის, 60 მილიონის ღირებულების მომსახურების სივრცის აშენებაზე, რაც დღემდე არ გაკეთებულა, რამდენჯერმე გადაიდო ამ 160 ავტობუსის ავტოსადგომის მშენებლობა, რაც დღემდე დაუსრულებელია. დღეს კალაძე და „ანტიქართული ოცნება“ დაკავებულია მხოლოდ და მხოლოდ კორუფციით და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პიარით, რაც არ შეესაბამება თბილისის მოსახლეობის ინტერესებს.“- განაცხადა კუპრაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს