რუსებმა უკრაინას 141 დრონით შეუტიეს, დარტყმა 7 ლოკაციაზე დაფიქსირდა

რუსებმა უკრაინას, 22 სექტემბრის ღამეს, სხვადასხვა ტიპის 141 დრონით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დილის მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ჩრდილოეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში 132 დრონი ჩამოაგდეს, ან გაანეიტრალეს.

უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმა შვიდ ლოკაციაზე დაფიქსირდა, განადგურებული დრონების ნამსხვრევები კი რვა ლოკაციაზე ჩამოცვივდა.

გარდა ამისა, უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა დღეს დილით ქალაქ ზაპოროჟიეს ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. კერძოდ, ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავებიდან მართვადი საჰაერო ბომბები გაუშვეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 4 - დაშავდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა