კახა კალაძე - გაეროში მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს სიმართლე და რეალობა - მიხეილ ყაველაშვილის ძირითადი გზავნილი იქნება ის, რომ მზად ვართ, აშშ-სთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ

მიხეილ ყაველაშვილის ძირითადი გზავნილები იქნება არსებულ რეალობაზე, მათ შორის იმაზე, რომ მზად ვართ, აშშ-სთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მიხეილ ყაველაშვილის აშშ-ში გამგზავრებას გამოეხმაურა, სადაც ის გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა.

კალაძის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული. მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს სიმართლე და რეალობა. რაც შეეხება თავად გამოსვლას, ძირითადი გზავნილები, რა თქმა უნდა, გაკეთდება არსებულ სიტუაციაზე. იმაზეც, რომ საქართველო მზად არის, აშშ-სთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადებები და განმარტებები, რომ ორმხრივი, მეგობრული ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე