თათია ნიკოლაშვილი - 4 ოქტომბრისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაშია, ყოფილმა ძალოვნებმა კოლეგებს მოუწოდეს უკანონო დავალებები არ შეასრულონ, ივანიშვილმა კი 13 წლის შემდეგ პირველად აღიარა მარცხი

4 ოქტომბრისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაშია, ყოფილმა ძალოვნებმა კოლეგებს მოუწოდეს უკანონო დავალებები არ შეასრულონ, ივანიშვილმა კი 13 წლის შემდეგ პირველად აღიარა მარცხი - სწორედ ამიტომ, 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი მშვიდობიანად დაამარცხებს ოლიგარქის რეჟიმს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმალევან ხაბეიშვილი სწორედ ძალოვნების შიშით დაატყვევა“.

„4 ოქტომბრისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაში შედის. ადამიანები როგორც ქვეყნის შიგნით სხვადასხვა რაიონებში, ქალაქებში, ისე ქვეყნის გარეთაც, ემიგრანტები ავრცელებენ მიმართვებს, რომ ისინი საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ, რომ 4 ოქტომბერს, 4 საათზე რუსთაველზე იდგნენ. ასევე, გუშინ ყოფილი ძალოვნების ძალიან მნიშვნელოვანი მიმართვაც გავრცელდა, რომლებიც მოქმედ კოლეგებს მიმართავენ, რომ მათ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ხელი არ აღმართონ და არ შეასრულონ უკანონო დავალებები. 4 ოქტომბრის მიმართ ეს დამოკიდებულება გააჩნია იმან, რომ 13 წლის მანძილზე პირველად ივანიშვილმა ქართველ ხალხთან მარცხი აღიარა. მან ლევან ხაბეიშვილი სწორედ ძალოვნების შიშით დაატყვევა, დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია, თუ ისინი არ შეასრულებენ უკანონო დავალებებს. დიახ, 200 ათასი დოლარი ჯილდო ყველა იმ ძალოვანს, რომელიც არ აღმართავს ხელს ქართველ ხალხზე, დიახ, ჩვენ ვაპირებთ მშვიდობიანად დავამხოთ რეჟიმი და დიახ, ივანიშვილი 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მიიღებს მშვიდობიან რევოლუციას”,- განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს