სახალხო დამცველი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე საქართველოში საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს ოლივიე კურტოს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ელჩს სახალხო დამცველის აპარატის მანდატი, საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნო. ასევე, განიხილეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!