მარტა კოსი - მოლდოვამ კანონმდებლობის სკრინინგის პროცესი დაასრულა და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპისთვის მზად არის

ევროკავშირმა მოლდოვის კანონმდებლობის სკრინინგის პროცესი დაასრულა, - ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი X-ზე წერს.

„დღეს მოლდოვის რესპუბლიკამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია. ერთ წელზე ოდნავ მეტი ხნის განმავლობაში მოლდოვამ კანონმდებლობის სკრინინგის პროცესი დაასრულა. მოლდოვა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპისთვის მზად არის“, - წერს მარტა კოსი.

სკრინინგის პროცესის დასრულების შესახებ ევროინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, კრისტინა გერასიმოვმაც განაცხადა.

მისი თქმით, მოლდოვამ კანონმდებლობის სკრინინგის პროცესი 15 თვეში დაასრულა და ამ დროის განმავლობაში „საკანონმდებლო დოკუმენტების 100 000-ზე მეტი გვერდის“ განხილვა მოხდა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!