მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დავესწარი, -

ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

“ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების წინაშე სიტყვით გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის პრეზიდენტი ანალენა ბერბოკი გამოვიდნენ.

ღონისძიებაზე გაეროს მისიისა და საქმიანობის თაობაზე, ასევე ბოლო რვა ათწლეულის მიღწევებზე გამახვილდა ყურადღება.

გაეროს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე, საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე დაესწრნენ”, - აღნიშნულია მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში