მარგუს ცაჰკნამ  წაიკითხა ევროკავშირისა და 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ერთობლივი განცხადება, რომელიც გმობს რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე წაიკითხა ევროკავშირისა და 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ერთობლივი განცხადება, რომელიც გმობს რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას.

მისი განცხადების თანახმად, რუსეთის წინდაუხედავი ქმედებები არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევას, არამედ დესტაბილიზაციის გამომწვევ ესკალაციასაც წარმოადგენს, რომელიც მთელ რეგიონს კონფლიქტთან უფრო აახლოებს.

„2025 წლის 19 სექტემბერს, სამმა შეიარაღებულმა რუსულმა გამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ისინი ნატო-ს საჰაერო სივრცეში 12 წუთის განმავლობაში დარჩნენ. ეს საშიში ესკალაციაა. ეს მიმდინარე წელს რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის მეოთხე დარღვევა იყო“, - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

მარგუს ცაჰკნამ „რუსეთს მეზობლების წინააღმდეგ პროვოკაციების დასრულებისკენ“ მოუწოდა.

„დღეს აქ იმიტომ ვართ, რომ ეს ინციდენტი არა მხოლოდ ესტონეთს, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას ეხება. ესტონეთის ტერიტორიული მთლიანობის ამ შემაშფოთებელ დარღვევას წინ უძღოდა რუსული დრონების მიერ პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა. ეს რუსეთის მიერ მისი მეზობლების წინააღმდეგ განხორციელებული პროვოკაციების ნაწილია, მაშინ, როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი უკრაინაში მის სრულმასშტაბიან შეჭრას აგრძელებს“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

განცხადება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი და შეასრულოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

„მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ყველა პროვოკაცია და მუქარა მეზობლების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. საერთაშორისო საზოგადოებამ მტკიცედ უნდა მოითხოვოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დავების საკითხის მშვიდობიანი მოგვარების პრინციპების დაცვა.

ჩვენ ყოველთვის უნდა დავგმოთ გაეროს ნებისმიერი წევრის და მით უმეტეს, ასეთი აღმაშფოთებელი ქმედებები უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მხრიდან, რომელსაც ევალება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა“,- ნათქვამია განცხადების ტექსტში.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ ალბანეთის, ანდორის, ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ბულგარეთის, კანადის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის, დანიის, ფინეთის, ფიჯის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ლატვიის, ლიხტენშტეინის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, მალტის, მოლდოვის რესპუბლიკის, მონაკოს, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სან-მარინოს, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, ესტონეთის, შვედეთის, შვეიცარიის, თურქეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობები და ევროკავშირი.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა