აშშ-მა და ყაზახეთმა ლოკომოტივების მიწოდების შესახებ 4.2 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მა და ყაზახეთმა ლოკომოტივების მიწოდების შესახებ 4.2 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებას მიაღწიეს, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის ცნობით, ლოკომოტივების ნაწილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Wabtec-ი მომდევნო ათი წლის განმავლობაში ყაზახეთის რკინიგზის ეროვნულ კომპანიას 300 ლოკომოტივს მიაწვდის.

აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა განაცხადა, რომ შეთანხმება აშშ-ისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გაფორმდა.

„აღნიშნული ლოკომოტივები, ევროპასა და აზიას შორის კავშირს გააძლიერებენ, შუა დერეფანს დააკავშირებენ, ცენტრში კი ამერიკული ტექნოლოგია იქნება“, - აღნიშნა ლუტნიკმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს