ირაკლი კუპრაძე - „ქართული ოცნების“ ლიდერები იყენებენ, რომ ვიღაცამ უარი თქვა კანდიდატობაზე და გვერდით გაიწია, რატომ ხდება ეს? - ივანიშვილს არ უნდა ჩვენი არჩევნებში მონაწილეობა და ცდილობს ზეწოლა მოახდინოს, მოისყიდოს, დააშინოს

„ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე “ქართულ ოცნებას“ მისი კოალიციის კანდიდატებზე და მხარდამჭერებზე ზეწოლაში, დაშინებასა და მოსყიდვაში ადანაშაულებს.

ირაკლი კუპრაძე გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ბოლნისის მერობის კანდიდატის მიერ, საკუთარი კანდიდატურის, „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნას.

მისივე თქმით, ეს არის ბრძოლა, რომელსაც ოპოზიცია ბოლომდე გააგრძელებს:

"ჩვენთან ერთად მყოფ მოქალაქეებს ყოველ დღე უწევთ უზარმაზარი წნეხის გავლა და, ხშირად, "ქართული ოცნების" ლიდერები იყენებენ, რომ აი, ვიღაცამ უარი თქვა კანდიდატობაზე და გვერდით გაიწია, კანდიდატურა მოხსნა და რატომ ხდება ეს იცით? პასუხი რა არის: უნდა ივანიშვილს ჩვენი არჩევნებში მონაწილეობა თუ არ უნდა? არ უნდა. და იმიტომ ცდილობს, რომ ზეწოლა მოახდინოს, იმიტომ ცდილობს, რომ მოისყიდოს, იმიტომ ცდილობს, რომ დააშინოს ჩვენი გულშემატკივრები და მხარდამჭერები და რეგიონებში ისინი ყველაზე მეტად დაუცველები არიან. ეს არის ბრძოლა, მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ ამ ბრძოლისთვის, ჩვენ გავიმარჯვებთ - არასოდეს დანებდეთ და მოდით არჩევნებზე", - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში