იოჰან ვადეფული - რუსეთი, თავისი უგუნური საქციელით, სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას

უკრაინა მზადაა ჩაერთოს და არაერთხელ გამოვიდა დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით, მიუხედავად ამისა, რუსეთმა არაერთხელ აირჩია არა მხოლოდ გააგრძელოს, არამედ გააძლიეროს თავისი აგრესია, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, რუსეთის აგრესია უნდა დასრულდეს.

„რუსეთის მიმდინარე აგრესია მხოლოდ უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ არ არის მიმართული. რუსეთი, თავისი უგუნური საქციელით, სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას, ასევე გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს