მალტამ, ბელგიამ, ლუქსემბურგმა და მონაკომ პალესტინის სახელმწიფო აღიარეს

მალტამ, ბელგიამ, ლუქსემბურგმა და მონაკომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სამიტზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარება გამოაცხადეს.

„მალტის რესპუბლიკა ამაყობს, დაადასტუროს პალესტინის სახელმწიფოებრიობის ოფიციალური აღიარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა რობერტ აბელამ სამიტზე.

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ლუკ ფრიდენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს და რომ ეს „იმედისადმი ერთგულების“ დასაწყისია.

„ეს იმედისადმი განახლებული ერთგულების დასაწყისია, დიპლომატიისადმი ერთგულების, დიალოგის, თანაარსებობისა და ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტისადმი ერთგულების. იმ მყიფე, მაგრამ მაინც შესაძლო იდეის მიმართ, რომ მშვიდობამ შეიძლება გაიმარჯვოს“, - აღნიშნა ფრიდენმა.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უერთდება სხვა ერებს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებაში, რათა მსოფლიოს „ძლიერი პოლიტიკური და დიპლომატიური სიგნალი“ მისცეს.

თუმცა, ბელგიის ლიდერმა დასძინა, რომ პალესტინის სახელმწიფოს იურიდიული აღიარება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, „როდესაც ყველა მძევალი გათავისუფლდება და ყველა ტერორისტული ორგანიზაცია, როგორიცაა "ჰამასი", პალესტინის მმართველობას ჩამოშორდება“.

პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა მონაკომაც. შესაბამისი განცხადება პრინცმა ალბერტ II-მ გააკეთა. მისი თქმით, მონაკო იცავს ისრაელის უფლებას, „იცხოვროს უსაფრთხო და აღიარებულ საზღვრებში და ისარგებლოს უსაფრთხოებით“, ასევე „პალესტინელი ხალხის უფლებას, ჰქონდეთ სუვერენული, სიცოცხლისუნარიანი და დემოკრატიული სახელმწიფო“.

„დღეს ჩვენ გვსურს კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა ისრაელის არსებობის მიმართ და ასევე გვსურს პალესტინა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად სახელმწიფოდ ვაღიაროთ“, - განაცხადა პრინცმა ალბერტ II-მ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ სამიტზე.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის