ესპანეთის პრემიერ-მინისტრი - დასავლეთი თავდაცვის ხარჯების გაზრდითა და ჯანდაცვის დაფინანსების შემცირებით არასწორ სიგნალს გზავნის

დასავლეთი თავდაცვის ხარჯების გაზრდითა და ჯანდაცვის დაფინანსების შემცირებით არასწორ სიგნალს გზავნის, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უსაფრთხოება კლიმატის ცვლილებასთან და გლობალურ ჯანდაცვის საკითხებთან გამკლავებასაც მოითხოვს.

„ვფიქრობ, რომ დასავლეთის ქვეყნებიდან არასწორი სიგნალი მოდის: „ჩვენ გავზრდით თავდაცვის ხარჯებს, მაგრამ დახმარებას შევამცირებთ’“, - განაცხადა პედრო სანჩესმა.

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა დახმარებისთვის ხარჯები უნდა გაზარდონ.

„ასევე, ქვეყნები ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე შექმნილ რეალობას უნდა დაუპირისპირდნენ, რომელიც პუტინის ნეოიმპერიალიზმია, უკრაინის მსგავსი ქვეყნების წინააღმდეგ, მაგრამ მათ არ უნდა შექმნან ცრუ და ყალბი კომპრომისული არჩევანი დახმარებისა და თავდაცვის ხარჯებს შორის“, - აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს