დანიის პრემიერი კოპენჰაგენისა და ოსლოს აეროპორტების დრონების გამოჩენის გამო დახურვის ფაქტს, ევროპის საჰაერო სივრცის ბოლოდროინდელ დარღვევებს უკავშირებს

დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიქსენის განცხადებით, დრონების გამოჩენის გამო კოპენჰაგენის აეროპორტში მომხდარი შეფერხება დანიის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დღემდე განხორციელებული ყველაზე სერიოზული თავდასხმა იყო.

„ეს რაღაცას ამბობს იმ დროზე, რომელშიც ვცხოვრობთ და რისთვისაც ჩვენ, როგორც საზოგადოება, მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ ხელისუფლება „არ გამორიცხავს არანაირ ვარიანტს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დგას ამის უკან“.

„ნათელია, რომ ეს ემთხვევა იმ მოვლენებს, რომლებიც ბოლო დროს ვნახეთ სხვა დრონებით თავდასხმებთან, საჰაერო სივრცის დარღვევებთან და ევროპის აეროპორტებზე ჰაკერულ თავდასხმებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა.

შეგახსენებთ, კოპენჰაგენისა და ოსლოს აეროპორტები რამდენიმე საათით დაიხურა მას შემდეგ, რაც ორშაბათს გვიან ღამით მათ საჰაერო სივრცეში დრონები შენიშნეს, რის შედეგადაც ათიათასობით მგზავრი გზაში დაზარალდა, რადგან ავიარეისები გადამისამართდა, დაგვიანდა, ან გაუქმდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა