კახა კალაძე ანა წითლიძის განცხადებაზე - ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ!

ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ - როგორ შეიძლება ანა წითლიძის განცხადება შეაფასო?! 4 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას! - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე ანა წითლიძის განცხადებას 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ „გდდ-ის 4 ათასი თანამშრომელი ვერ მოერევა საქართველოს ათასობით მოქალაქეს, თუ ის გაბედავს, რომ ხელი აწიოს მათზე“.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა გაგრძელდება.

„ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ. როგორ შეიძლება ანა წითლიძის განცხადება შეაფასო?! 4 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას. „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს დედაქალაქში. შენარჩუნებული იქნება სიმშვიდე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა გაგრძელდება“, - აღნიშნა კალაძემ.

მისივე შეფასებით, „ოპოზიცია არ არსებობს“.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები 4 ოქტომბერს აპირებენ მშვიდობიანად იდგნენ და დაასრულონ რეჟიმი.

„აქციაზე მოდიან საკუთარი შვილებით, ოჯახის წევრებით, მაშინ ე.წ. ხელისუფლებამ და სპეცრაზმმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციით განსაზღვრული თავდაცვის უფლება და თავს დაიცავენ. ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოს ერთი მოქალაქე მაინც დაჩაგროს რეჟიმმა. გდდ-ის 4 ათასი თანამშრომელი ვერ მოერევა საქართველოს ათასობით მოქალაქეს, თუ ის გაბედავს, რომ ხელი აწიოს მათზე“,- აღნიშნა წითლიძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს